აბუ-დაბის გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილმა ვერცხლის, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილი (81 კგ) ფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეს აბუ-დაბის გრანდ სლემზე ორი ქართველი – ლუკა ბაბუციძე (90 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) იასპარეზებს.