ბათუმში საერთაშორისო საკალათბურთო ფესტივალი Junior Stars დასრულდა
ბათუმში დასრულდა საერთაშორისო საკალათბურთო ფესტივალი Junior Stars 1️7️-წლამდელთა შორის, რომელშიც 3 ქვეყნის 6 გუნდი მონაწილეობდა.
აჭარის დედაქალაქში თავი მოიყარეს აზერბაიჯანის ნაკრებმა, თურქულმა ტრაბზონსფორმა, ფოთის ირაომ, თბილისი ბასკეტმა, ქუთაისის აიამ და მასპინძელმა, აჭარის ნაკრებმა.
პირველ ადგილზე აზერბაიჯანის ნაკრები გავიდა, რომელმაც ფინალში თბილისი ბასკეტი დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილი წილად თურქულ ტრაბზონსფორს ხვდა წილად.
ფესტივალის საუკეთესო მოთამაშედ ბათუმელი ნიკა ოჩხიკიძე დასახელდა.
საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი და აჭარის კალათბურთის ფედერაცია გახლდათ.