ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ესპანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე  ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გურამ ვეკუამ (109 კგ.)  იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 156 / 159 / 162 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზეა.

ვეკუამ აკვრაში დაძლეული 195 / 200  კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი  362 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ქართველმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (87 კგ).

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 105 კილოგრამი დაძლია და  ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში  230 კილოგრამის დაძლევით კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა (81 კგ) ატაცში 155 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაო მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები