ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვეს

ესპანეთში  20-წლამდელთა ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე  ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ).

თორნიკე მიქელაძემ შვედი მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხა, აჩიკო ბოლქვაძემ კი რუმინელ სპორტსმენს ანგარიშით 10:0 სძლია.

ამ მსოფლიოს პირველობაზე საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები