ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ქართველმა მოზარდებმა მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს

ჩეხეთის დედაქალაქში დასრულებულ   ევროპის ახალგაზრდულ  პირველობაზე ქართველმა მოზარდებმა წარმატებით იასპარეზეს. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08; U10; U12; U14; U16; U18 ჩატარდა როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის.

ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა.

ევროპის ჩემპიონატზე 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მთელი ტურნირი ლილე სვანაძე ლიდერობდა. VII-VIII ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მან შეძლო ბოლო ტურში გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება და ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონატზე, ბოლო ტურამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. მარიამ კალანდაძემ არცთუ ისე სახარბიელო სტარტის შემდეგ, 6 პარტია მოიგო ზედიზედ და ბოლო ტურში ჩემპიონთან დაფიქსირებული ყაიმით დამაჯერებლად მოიპოვა ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტული.

დასკვნით ტურში მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კესარია მგელაძემ.

16 წლამდე გოგონების პირველობაზე შესანიშნავად ითამაშა მარიამ ცეცხლაძემ. მარიამმა, I- VI ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით IV ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები