ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ კონსტანტინე პეტრიაშვილი აგვისტოს საუკეთესო თავისუფალ სტილით მოჭიდავედ დაასახელა
კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ აგვისტოს საუკეთესო თავისუფალ სტილით მოჭიდავედ დაასახელა.
„თავისუფალი ჭიდაობა: კონსტანტინე პეტრიაშვილმა 🇬🇪 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებული ჭიდაობა აჩვენა 92კგ წონით კატეგორიაში და პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. გასულ წელს, მან მოიპოვა ბრინჯაოს მედლები 80კგ წონით კატეგორიაში, მაგრამ წელს ავიდა ზედა წონაში(92კგ), ივლისში მოიგო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი ნოვი-სადში და ახლა აქვს ორივე – კონტინენტური და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული. პეტრიაშვილი იასპარეზებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შემდეგ კვირას ესპანეთში, პონტევედრაში გაიმართება”, – ნათქვამია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.