საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძე წარადგენს

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 11 წლის ანდრია ფუტკარაძე წარადგენს. ის მუსიკალური მეგა შოუს, „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია. ინფორმაციას 1 არხი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბავშვო ევროვიზია 2024 წლის მონაწილე საქართველოს პირველმა არხმა გუშინ დაასახელა.

კონკურსი 16 ნოემბერს, ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება.

„ქართველმა კონკურსანტმა სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი გახდა. ანდრია ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში ფორტეპიანოს მიმართულებით სწავლობს“, – ნათქვამია პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები