დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი „აპრილი“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა
ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი „აპრილი“ მოხვდა.
კინოფესტივალი 28 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერია.
კულუმბეგაშვილთან ერთად მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან ტოდ ფილიპსი, პედრო ალმოდოვარი, ლუის ორტეგა, ლუკა გუადანინო, ბრეიდი კორბეტი და სხვები.
ფილმში – ‘’აპრილი’’ მთავარ როლებს ქართველი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.
დეა კულუმბეგაშვილი მიხეილ ჭიაურელის, ლანა ღოღობერიძისა და ოთარ იოსელიანის შემდეგ მეოთხე ქართველი რეჟისორია, რომელიც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.