ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებას კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსის – „25 თებერვალი“ ხელნაწერი შეემატა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა – ბექა ზარანდიამ ამ ფონდს კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსის – „25 თებერვალი“-  ხელნაწერი გადასცა საჩუქრად.

„1921 წლის 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ყველასთვის ცნობილი პოეტური შედევრის ხელნაწერი თავად კოლაუ ნადირაძის მიერ არის შესრულებული 1969 წელს.

ხელნაწერი, შესწავლის, დამუშავებისა და რესტავრირების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში შეინახება.

ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბექა ზარანდიას საჩუქრისთვის“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები