საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, თამარიონის გუნდთან ერთად ლუქსემბურგის ბაღში კონცერტი გამართა

დასავლეთ ევროპის, მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საკვირაო სკოლის უმცროსმა და უფროსმა თაობამ, თამარიონის გუნდთან ერთად კონცერტი გამართა ლუქსემბურგის ბაღში.

მზიანი ამინდის და უამრავი მაყურებლის ფონზე, ისმოდა ქართული ჰანგები. კონცერტს უამრავი ტურისტი, თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი ესწრებოდა, რომლებიც ანთებული თვალებით უსმენდნენ და უყურებდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს და ცეკვებს. საზოგადოების დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას და აუხსნა ქართული ენის მნიშვნელობა მსოფლიო კულტურის წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები