ალექსანდრე არქანია უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის “Bukovyna Grand Prix” გამარჯვებულია
უკრაინაში, ქალაქ ჩერნივცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე Bukovyna Grand Prix, სადაც 5 ქვეყნის 480 სპორტსმენი მონაწილეობს, პირველი გამარჯვებული გვყავს.
8 წლის ალექსანდრე არქანიამ, -30 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან 3 შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვა ანგარიშით 8:0, 7:0, 3:0, ხოლო ფინალური ორთაბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.