კვარტეტი „ძმანო” ნიდერლანდების სამეფოში 20 კონცერტს გამართავს

2024 წლის 6 მარტიდან კვარტეტი „ძმანოს” წევრები – ზაზა თამარაშვილი, არჩილ კაპანაძე, ზურაბ ინასარიძე და ვასილ ბეგიშვილი გასტროლებზე იმყოფებიან ნიდერლანდების სამეფოში, სადაც 20 კონცერტია დაგეგმილი. ამ დროისთვის კვარტეტმა 12 კონცერტი ჩაატარა ამსტერდამში, ჰააგაში, გრონინგენში, ალკმარში, კუნძულ ტექსელზე და სხვაგან.

„ნიდერლანდებში უკვე მესამედ ვიმყოფებით ქალბატონ იოკე ვან დერ ვეიდეს მოწვევით. პირველი კონცერტები 2018 წელს იყო, შემდეგ 2019 წელს. ამის შემდეგ პანდემიამ შეგვაფერხა და სწორედ წელს, 5 წლიანი შესვენების შემდეგ, დაიგეგმა ჩვენი გასტროლი. კონცერტთან ერთად ვატარებთ მასტერკლასებსაც“, – განაცხადა „ძმანოს“ წევრმა ზურაბ ინასარიძემ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

კვარტეტის „ძმანო“ გამოსვლას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა ნიდერლანდურ მედიაში. მათი კონცერტები 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კვარტეტი „ძმანო“ ფოლკლორულ ანსამბლ „მესხეთის“ ბაზაზე შეიქმნა (ანსამბლი “მესხეთი” ახალციხეში 1949 წლიდან არსებობს)  და  ქართულ კულტურას საქართველოსთან ერთად, მის ფარგლებს გარეთაც წარმატებით აცნობს საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები