„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი წელს მეთერთმეტედ გაიმართება

საქართველოში წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.

2024 წლის „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) საკონკურსო თემაა: „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც, იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ – „Write a letter to future generations about the world you hope they inherit“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9 – 15 წლამდე ასაკის მოზარდებს.

პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.

“საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1971 წელს “მსოფლიო საფოსტო კავშირის” ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი იღებს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. შედეგად, ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრებას განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამარჯვებულ ქვეყანას გამოავლენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები