თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “მოქალაქე წმინდანი” Asia Pacific Screen Awards – ის ნომინანტია

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “მოქალაქე წმინდანი” Asia Pacific Screen Awards – ის ნომინანტია.

ფილმი 2 ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო ფილმი – რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი და საუკეთესო ოპერატორი – კრუმ როდრიგესი.

Asia Pacific Screen Awards ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში ყოველწლიურად იმართება. დაჯილდოების ცერემონიას, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აზიურ ოსკარსაც უწოდებენ. წელს ღონისძიება 1-4 ნოემბერს ჩატარდება.

მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.

“მოქალაქე წმინდანი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები