20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონი ოთარ ადეიშვილი გახდა.
ვერცხლის მედლებს გოგა ოთინაშვილი და საბა კობახიძე დაეუფლნენ.
ბრინჯაოს მედლები თორნიკე სამხარაძემ და ნიკა ფანცულაიამ მოიპოვეს.