ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს მგზავრობისთვის დისტანციური შემოწმების ზომების რეგულირების შესახებ
27 დეკემბერს გამოქვეყნებული “ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული დროებითი ზომების შესახებ განცხადების” თანახმად, პეკინის დროით 2023 წლის 8 იანვრიდან, ჩინეთში მიმავალ მგზავრებს აღარ დასჭირდებათ ფრენამდე მწვანე კოდზე განაცხადის გაკეთება ჩინეთის საელჩოებსა თუ საკონსულოებში.
საქართველოდან ჩინეთში მიმავალმა პირებმა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა გაიკეთონ 1 ნუკლეინის მჟავის ტესტი (PCR ტესტი), უარყოფითი შედეგის მქონე პირები შეძლებენ ჩინეთში გამგზავრებას ჩინეთის საელჩოში მწვანე კოდზე განაცხადის გარეშე. მგზავრმა ნუკლეინის მჟავის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა შეიტანოს საბაჟო ჯანმრთელობის დეკლარაციის ბარათში.
ჩინეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოდან ჩინეთში მიმავალ მგზავრებს, ყურადღება მიაქციონ შემდეგ საკითხებს:
“ 1. ზემოაღნიშნული ზომები გავრცელდება იმ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც 2023 წლის 8 იანვრის 00:00 საათის შემდეგ (ან ამ დროს) დაეშვებიან ჩინეთში.
- საქართველოდან ჩინეთში მიმავალ მგზავრებს, მიუხედავად იმისა იმგზავრებენ პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეისით, აღარ დასჭირდებათ მწვანე კოდზე განაცხადის გაკეთება საქართველოში ჩინეთის საელჩოში. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი მარშრუტის მიხედვით გაიკეთონ ნუკლეინის მჟავის ტესტი საქართველოში ან ტრანზიტის ქვეყანაში, ლეგალურად რეგისტრირებულ ლაბორატორიაში/კლინიკაში. ტესტი უნდა გაკეთდეს ჩინეთის მიმართულებით ფრენამდე არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში, ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები შეძლებენ ჩინეთში გამგზავრებას. ნუკლეინის მჟავის ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრი ჩინეთში ჩასვლას შეძლებს მას შემდეგ, რაც ტესტი აჩვენებს უარყოფით პასუხს.
- ჩინეთში მიმავალ მგზავრებს შეუძლიათ თავად აირჩიონ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრის კვეთის ჯანმრთელობის დეკლარაციის ბარათის“ შევსების რომელიმე ქვემოთ მოცემული მეთოდი:
1) WeChat-ის მინი პროგრამა „海关旅客指尖服务“ (Customs Passenger Fingertip Service)
2) ვებგვერდი
https://htdecl.chinaport.gov.cn/…/healthDe…/declare.html
3) „掌上海关“-ის (CHINA CUSTOMS) აპლიკაცია
- ჩინეთში მიმავალ მგზავრებს ვურჩევთ, ინფორმაციის შევსებისა და გადაგზავნის შემდეგ, შეინახონ ნუკლეინის მჟავის ტესტის პასუხი ამობეჭდილი ან ელექტრონული ფორმით.
- ჩინეთში მიმავალ მგზავრებს ვთხოვთ, დაიცვან ეპიდემიასთან ბრძოლის ზომები, მგზავრობის დროს ატარონ პირბადეები და იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ ჯანმრთელობაზე”, – ნათქვამია საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.