ბალტიისპირელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლიეტუვადან და ესტონეთიდან ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანიის “Air Baltic” წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ინფოტურის ფარგლებში, თბილისში ბალტიისპირელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.

B2B ფორმატის შეხვედრისას თანამშრომლობის და ერთობლივი ტურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

თბილისის დათვალიერების შემდეგ  ტუროპერატორთა 11 კაციანი ჯგუფი დასავლეთ საქართველოში  გაემგზავრება. ბალტიისპირელი ტუროპერატორები გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, ასევე ქართულ სამზარეულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები