„ლუჩიას ოთახი“ BLOOMSDAY FILM FESTIVAL – ზე წარდგება

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ – ბალეტი „ლუჩიას ოთახი“, შერჩეულია დუბლინის BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022 -ის პროგრამაში, კატეგორია – Joycean Shorts. ინფორმაციას გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი ავრცელებს.

2022 წელს BLOOMSDAY FILM FESTIVAL განსაკუთრებულია, რადგან დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ გამოცემიდან 100 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება.

მონო ბალეტი – ჰალუცინაცია აქსის თაუერსის თანამედროვე ბინაში დაიდგა. ჯეიმზ ჯოისის ტექსტების მიხედვით ფილმის ორიგინალური საუნდტრეკი შექმნა ხელოვანმა ანამარია ბურდულმა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პატრიკ ჰემინგტონმა. ლუჩია ჯოისის სახე დასის წამყვანმა მოცეკვავემ მარიამ დარჩიამ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები