ქალაქ ეპეში ქართული ეთნო-ჯგუფის “შარა” პირველი კონცერტი გაიმართა

2022 წლის 14 მაისს, ქალაქ ეპეში ქართული ეთნო-ჯგუფის “შარა” პირველი კონცერტი გაიმართა.

ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა და ქორეოგრაფიასთან ერთად, ადგილობრივი მსმენელისთვის კლასიკური კომპოზიციებიც გაჟღერდა, რომელიც ნორჩმა ქართველმა პიანისტმა, ანდრია ბუხსიანიძემ შეასრულა. მუსიკალური საღამოს ფარგლებში, ასევე გაიმართა თვითნასწავლი ქართველი მხატვრის ეკატერინე ზარანდიას ნახატების გამოფენა.

„კონცერტს ადგილობრივ მსმენელებთან ერთად, ესწრებოდნენ უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ეპეს მუნიციპალიტეტის წევრები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია.

კონცერტის ფინალურ ნაწილში, ადგილობრივმა ნიდერლანდურმა გუნდმა და “შარამ” ერთობლივად შეასრულეს მუსიკოს ჭაბუკა ამირანაშვილის კომპოზიცია “თავისუფლება”.

საღამოს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა და შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხა“, – ნათქვამია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეთნო-ჯგუფი “შარას” ნიდერლანდებში მიმდინარე ტურნეს თარიღები:

  • 20 მაისი: Immanuelkerk in Groningen, (Overwiningsplein 1, 9728 GP Groningen).
  • 21 მაისი: Kunstwerkplaats Quinta Essentia in Zwaanshoek, (Spieringweg 913, 2136 LK Zwaanshoek).
  • 22 მაისი: B&B Markluun in Heerde (Openluchtconcert – კონცერტი ღია ცის ქვეშ), (Weteringdijk10, 8181 RT, Heerde)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები