გაზაფხულის ველო თავგადასავალი ზემო იმერეთში – Sveri XC Adventure 2022
ჭიათურის რაიონის სოფელ სვერმა სამთო ველოშეჯიბრს, Sveri XC Adventure 2022-ს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა მოქალაქემ როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიების ორგანიზატორი კავკასიის ველოქსელი, ხოლო მასპინძელი – სვერის სათავგადასავლო ბანაკი გახლდათ.
Sveri XC Adventure 2022-ის გამარჯვებულები გახდნენ:
მამაკაცებიდან:
🥇პიტერ დენის 🇨🇿
🥈გიორგი მაღრაძე 🇬🇪
🥉დიტო რუსიტაშვილი🇬🇪.
გოგონებიდან:
🥇სუზან შვარცი 🇩🇪
🥈ქეთი რომანიშვილი 🇬🇪
🥉ვერიკო ბაზალი 🇬🇪.
„ძალიან სასიხარულოა რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდება. ველოტურიზმის უფრო განვითარებისათვის ყველა პირობა გვაქვს საქართველოში, ვგულისხმობთ გეოგრაფიულ მდებარეობას. გამარჯვებულებს კი ვულოცავთ საპრიზო ადგილებს და ვუსურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.