ინფორმაცია ჩეხეთში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ
საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის ინიციატივით ქ. პრაღაში იგეგმება საკვირაო სკოლის გახსნა. ინფორმაციას ავრცელებს ივერია – ქართული დიასპორა ჩეხეთში.
„ საკვირაო სკოლის გახსნა ხელს შეუწყობს ჩეხეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას, ენობრივ – კულტურული იდენტობისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას.
„მსურველთა რაოდენობისა და ბავშვების ასაკის განსაზღვრის მიზნით, გთხოვთ, მოგვწეროთ საელჩოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე prague.emb@mfa.gov.ge“, – ნათქვამია ჩეხეთში ქართული დიასპორის – ივერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.