„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ჩემპიონია

ევროპის სუპერთასის ფინალში ქართველები პორტუგალიელებს დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ ბრძოლაში „შავმა ლომმა“ პორტუგალიის „ლუზიტანუშს“ 17-14 მოუგო. ლელოები ლუკა ივანიშვილმა და თენგიზ პერანიძემ დადეს.

„შავმა ლომმა“ პირველივე სეზონი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის სუპერთასის ჩემპიონი გახდა.

ქართული რაგბის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართულმა კლუბმა ევროპულ საკლუბო ტურნირზე გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები