ქართველი სტუდენტების წარმატება ფინანსური მოდელირების უნივერსიტეტებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) მე-3 კურსის სტუდენტებმა ირაკლი ჭოლოკავამ, ზურა აბზიანიძემ და ლუკა ხოსროშვილმა ფინანსური მოდელირების უნივერსიტეტებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავეს .
პირველი ადგილი ტაილანდს ერგო (Mahidol University) მეორე კი – აშშ-ს (Miami University). ტურნირის ორგანიზატორი არიზონას უნივერსიტეტი და ფინანსური მოდელირების მსოფლიო თასი იყვნენ, სპონსორები – Microsoft, CFA, EY, BDO.
ირაკლი, ზურა და ლუკა ახლოს იყვნენ მსოფლიო ჩემპიონობასთან, წინა ტურში უმაღლესი შედეგებით ერთპიროვნულად ლიდერობდნენ ცხრილს
ESM-ელებს ჩემპიონატზე სხვადასხვა სირთულის ფინანსური საქმეების ამოხსნა მოუხდათ, რასაც, მათი თქმით, თავი უნივერსიტეტის ფინანსური და ტექნიკური საგნების გამოცდილებით გაართვეს.