ვიდეობლოგის სტუმარი ამერიკაში მოღვაწე ხელოვანი გიორგი ბირკაძეა. ის წარმატებული ქორეოგრაფი, დალასის კონსერვატორიის სამხატვრო ხელმძღვანელია. ასევე არის ამერიკაში მნიშვნელოვან საცეკვაო კონკურსებში ჟიურის წევრი. გიორგი ამერიკაში 2010 წლიდან მოღვაწეობს. მანამდე კი 11 წელი ევროპაში ცეკვავდა. ის პრესამ როგორც ახალი ბალანჩინი მოიხსენია.
გიორგის წარმატებულ საბალეტო ქორეოგრაფიასთან ერთად, საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე სახეობაში შავი ქამარი აქვს მოგებული. როგორც თვითონ ამბობს, ეს გამოცდილება ქორეოგრაფიაშიც გადაიტანა და ბალეტში ხშირად იყენებს საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს. გიორგის განათლება აქვს მიღებული პიარისა და მარკეტინგის მენეჯმენტშიც, ასევე ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით არის არტდირექტორიც.
,,ჩემი გული და სული საქართველოშია“ -ამბობს გიორგი ინტერვიუში. როგორ გახდა ბალეტის მოცეკვავე შავი ქამრის მფლობელი და რა გზა გაიარა დალასის კონსერვატორიის სამხატვრო ხელმძღვანელობამდე, უფრო მეტს მის მოღვაწეობასა და წარმატებებზე ბლოგიდან შეიტყობთ.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"