მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში განაგრძობს

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში გააგრძელებს.

მარიამმა ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სრული სტიპენდია და დაფინანსება მოიპოვა. ის სექტემბრიდან სწავლას ევროპული პოლიტიკისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს ევროპული კვლევების ყველაზე წამყვან და პრესტიჟულ უნივერსიტეტში – ევროპის კოლეჯში (Collège d’Europe).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები