1 მაისი. 1929 – ჩანაწერი გალაკტიონის უბის წიგნაკიდან

ჩანაწერი გალაკტიონის უბის წიგნაკიდან:
1 მაისი. 1929

“მე ენა არ მემორჩილება ვთქვა ის, რისი თქმაც აუცილებელია. რანაირი დღე იყო დღეს? იყო იგი კლასის დღე? იყო იგი სიხარულის დღე? არა. მაშასადამე, კლასს – არა სცალია სიხარულისთვის. კალონები [დემონსტრანტების] მანიფესტანტების მიდიოდენ უხმოდ, დაღვრემილნი, წარბშეჭმუხვნილნი, საშინლად წარბშეჭმუხვილნი, თითქო მათი დღესასწაული არ იყო დღეს. ნამდვილად დღეს არავისი დღესასწაული არ იყო, იყო ოფიციალური დღესასწაული, იყო აუცილებლობა. ძალით გამოყვანილი ხალხი. მასსა, რომელმაც იცის საიდუმლო. მასსა.

(ხმალაძე, მილიციის უფროსი, სთხოვდა მანიფესტანტებს, ემღერათ გულით, მიქაძე ჯოხით უმასპინძლდებოდა ქუჩის მეორე მხარეზე გადამსვლელებს. ტ. რამიშვილი, ჟორჟ <ბახტაძე>, ნარკომ., ეალვ., ზორბა, ოდალმანდი, სერგო გერსამია).”

გალაკტიონ ტაბიძე-galaktion.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები