“ვფიქრობდი – როგორი დიდი ბედნიერების მინიჭება შეუძლია ადამიანისთვის სიკეთის კეთებას”

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.

“ვფიქრობ დღევანდელი საღამო ამ მოხუცი ბებოსათვის დაუვიწყარი იქნება. იდგა მარჯანიშვილის მეტროს წინ იმ იმედით რომ მისგან ვინმე ბუშტებს შეიძენდა. რამდენიმე წუთში მასთან ახალგაზრდა გოგო ბიჭები მისცვივდნენ რაც კი ჰქონდა ხელში ბუშტები გამოართვეს სამჯერ მეტი ფული ჩაუთვალეს და სიხარულისგან ატირებული დატოვეს ეს ბებო. 2-3 წუთში კი სხვა გოგონები მივიდნენ ნაყინი და ტოსტერები მიართვეს გემრიელად ჩაკოცნეს და წამოვიდნენ. არც კი იჯერებდა სიხარულისგან ატირებული ბებო ამ ამბავს.გასაოცარი სანახაობა იყო თითქოს ყველას უნდოდა რამით დახმარებოდნენ მას…მე კი ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი როგორი დიდი ბედნიერების მინიჭება შეუძლია ადამიანისთვის სიკეთის კეთებას.

სასიხარულოა რომ ჩვენს ქვეყანას სიკეთით სავსე მომავალი თაობა ეზრდება…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები