“ყურძნის ღმერთი ვარ, საწნახელში გამომწყვდეული…”- 20 აპრილი ზურაბ რთველიაშვილის გარდაცვალების დღეა

“ყური დამიგდე, შენ კი არა, მე ვარ ვენახი! ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ მჩატე სხეულზე. სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი, ყურძნის ღმერთი ვარ, საწნახელში გამომწყვდეული…”

ზურაბ რთველიაშვილი (1967-2021) ქართველი პოეტი, ნოვატორი და ექსპერიმენტატორი. განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართულ ხელოვნებაში, მულტი მედია არტისტი, პერფომერი, მისი პოეტური პერფორმანსები, რომელთაც ზურა რთველიაშვილი საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოადგენდა იყო სრულიად ახალი სიტყვა ხელოვნებაში, რთველიაშვილის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუსულ, ირანულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე,პოეტი მრავალმხრივ ნიჭიერი იყო – მონაწილეობას იღებდა ფილმებში და ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი თეატრალური ხელოვნების მიმართ, თავად წარმოადგინა ექსპერიმენტული სპექტაკლი სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრში. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა კონვენციური და ავანგარდული სტილის ურთიერთშეხამებით. 2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის. პოეტი მძიმე სენს ებრძოდა, ის 2021 წლის 20 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

„მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა, ელმავალი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,
როგორც თეთრეულს აღსარებას გაბარებ წმინდას, რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები