ქართველი მეფუტკრე უკრაინელებს თაფლს უგზავნის – “ვიცი, რას ნიშნავს ამ დროს თანადგომა”

ეს საოცარი ადამიანი მეფუტკრე, იოსებ მუშკუდიანი გახლავთ, დევნილი აფხაზეთიდან. ახლა სოფელ ძველ აბაშაში ცხოვრობს.იოსებ მუშკუდიანი უკრაინელ ხალხს 175 ლიტრამდე თაფლს უგზავნის. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვერიკო ჯიბლაძე ავრცელებს და წერს:
“კარგად მესმის უკრაინელი ხალხის ტკივილის, ვიცი, რას ნიშნავს ამ დროს თანადგომა და სიკეთის ხელის გაწვდენა… ადამიანებმა ერთმანეთს ვაჩუქოთ ერთი წვეთი სითბო, რომელიც მერე ზღვად იქცევა და ყველა ბოროტებას მოერევაო”,-მითხრა ბატონმა იოსებმა. ის უკრაინელ ხალხს 175 ლიტრამდე თაფლს უგზავნის.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება უკრაინაში გასაგზავნად. ახლა კი, ამ კეთილი კაცის გულით გაღებული სიკეთე მიემატა. სევდიან, ყინვიან და თოვლიან გაზაფხულსაც სიკეთე ათბობს, ჩუმი და სიყვარულით სავსე სიკეთე. “სიკეთის არც ერთი ქმედება, რაც არ უნდა მცირე იყოს, არასოდეს იკარგება…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები