“თეატრიც  უფრო გიყვარდება, როცა კულისებს ხედავ..” -18 მარტი ლევან წულაძის დაბადების დღეა

„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ” წერდა  ბრიტანული გაზეთი “გარდიანი” 2012 წელს, როდესაც მარჯანიშვილის თეატრმა ლონდონის  გლობუსის თეატრში, თეატრალურ ფესტივალზე , უილიამ შექსპირის არაჩვეულებრივი პოეზიის ნიმუში „როგორც გენებოთ“ წარმოადგინა, რეჟისორი ლევან წულაძე.

18 მარტი ლევან წულაძის, “ჭოლას’ დაბადების დღეა – ლევან წულაძემ ძიებები ჯერ კიდევ  20 -ე საუკუნის 90 – იან წლებში დაიწყო, როდესაც მეგობრებთან ერთად თბილისში ახალი სათეატრო სივრცე – თეატრალური სარდაფი შექმნა, ეს იყო თვისობრივად ახალი კერა ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, თეატრალურმა სარდაფმა შვა ახალი მიმდინარეობები ქართული თეატრის ისტორიაში და იქცა რაღაც ახლის საწყისად, ყოველივე ამაში ლევან წულაძის დამსახურება განუზომლად დიდია, რეპერტუარში იყო როგორც კლასიკური დრამატურგიის შედევრები, ასევე თანამედროვე, ახალგაზრდა ავტორების პიესები, ლევან წულაძის დადგმებიდან თეატრალურ სარდაფში (რუსთაველზე) აღსანიშნავია: ბერტოლდ ბრეხტი “სამგროშიანი ოპერა”; იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე “ფაუსტი”; ნინო ბასილია “თაგვი”; ფრანც კაფკა “მეტამორფოზა„; თეატრალური სარდაფი ვაკეში : უილიამ შექსპირი “ვენეციელი ვაჭარი” ; ავქსენტი ცაგარელი “ხანუმა”; ვაჟა-ფშაველა “გველის-მჭამელი”; რალფ კნიგი “ET CETERA” ; პიერ ბომარშე “ფიგაროს ქორწინება”

სპექტაკლები აქვს დადგმული რუსთაველის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა, მოზარდ მაყურებელთა , ქალაქ რუსთავის მუნიციპალური თეატრსა  და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში,ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საბერძნეთში, აზერბაიჯანში, მაკედონიაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.  ლევან წულაძე სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიის ლაურეტია .ლევან წულაძე 2006 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ამ წლების მანძილზე შეიქმნა არა ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი მისი რეჟისორობით, იყო ბევრი ჯილდო და აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

“ყველა რეჟისორი, ალბათ, უთვალთვალებს კულისებს და მსახიობების სცენის გარეთა ურთიერთობებს და ეს ძალიან საინტერესოა. ბევრ რამეს ხვდები, მსახიობისას, მსახიობებზე. თეატრიც  უფრო გიყვარდება, როცა კულისებს ხედავ..” ( ფრაგმენტი ინტერვიუდან : ღოღობერიძე   ირინა : „საუბარი ლევან წულაძესთან „3D“- სა და დაბადების დღის თანხლებით“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები