ნიუ-იორკში დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით, უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

26 მარტს, ამერიკაში, ნიუ-იორკში, “ორი ქვეყნის კულტურის ქომაგის” – დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი უკრაინის დასახმარებლად.  ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ქალბატონი, დიანა ბაგრატიონი წლებია, ქართულ საქმეს ემსახურება და უამრავი საინტერესო წამოწყების ავტორია. მათ შორის, ის საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტია, რომელიც უკვე 13 წლისაა და ამ დროის განმავლობაში მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

ამერიკის ქართული საზოგადოება უკრაინელ – ამერიკელ ხელოვანებთან ერთად წარდგება მაყურებლის წინაშე, “ჩვენ ვიკრიბებით მამაცი უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად, ამ უსამართლო ბრძოლაში”- ნათქვამია ფონდის განცხადებაში. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. კონცერტში უკრაინელი მომღერლები – ლუდმილა ფეზენკო, სერგეი პობედინსკი, ანდრეი სოლოდენკო, ვალერი ზმუდი, ქართველები – ნინი შერმადინი, ირაკლი შარაძე, ირინას ცეკვის აკადემიის მოცეკვავეები, ნინი ჯაიანი და სხვები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები