მალე სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა შეიქმნება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ახალი თარგმანები და გამოცემები იქნება წარმოდგენილი სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia -ს თანამშრომლობით შეიქმნება.  ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ მოაწერეს.

სამეცნიერო პროექტში ჩაერთვება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კერძოდ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა და ებერტის ფონდის წარმომადგენლობა.

„პროექტი გულისხმობს ორი წიგნის გამოცემას, რომლებშიც თავმოყრილი იქნება ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ირაკლი წერეთლის სტატიები და ხარიტონ შავიშვილის თხზულებები.

ერთობლივი სამეცნიერო პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული კონცეპტების კვლევასა და ცნობილი და უცხოელი საერო მოღვაწეების აკადემიური ნაშრომების გაერთიანებულ  წიგნებად გამოცემას.“. –  ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები