“უფასოდ დავარიგეთ დღეს პური, ეს მადლიერი თვალები სულ მემახსოვრება” ქართველი ქალი კიევიდან
“წლევანდელი ჩემი 3 მარტი, უფასოდ დავარიგეთ დღეს პური, ეს მადლიერი თვალები მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე, Слава України ! ” წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარინა გელაშვილი და ფოტოს აქვეყნებს კიევში, პრიორკას უბანში მდებარე ქართული საცხობიდან, სადაც ქალიშვილთან ერთად მთელი დღის განმავლობაში შრომობს, აცხობს და უკრაინელებს პურს უფასოდ ურიგებს.