“უკრაინის დღეები ” კინოთეატრ “ამირანში”

5-8 მარტს, კინოთეატრი “ამირანი”, ქართველი კინომწარმოებლები და რეჟისორები წარმოგიდგენთ “უკრაინის დღეებს” “ამირანში”. “უკრაინის დღეების” ფარგლებში, 10 დოკუმენტური და მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები უკრაინის უახლესი ისტორიის შესახებ – რუსული ოკუპაცია და მაიდნის რევოლუცია.მთავარი გზავნილია სოლიდარობა უკრაინელ ხალხს. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში.ინიციატივის ავტორები არიან კინოთეატრი “ამირანი” და ქართველი კინომწარმოებლები.პროგრამა შედგენილია უკრაინელი რეჟისორის, ტატიანა კონონენკოს მიერ.

განრიგი: 5 მარტი: “ყველაფერი ცეცხლში”; “სახლისკენ”; 6 მარტი: “ალისა ომის სამყაროში”, “ძაღლების შორეული ყეფა”, “ვართა1, ლვივი, უკრაინა”; 7 მარტი: “ცუდი გზები”, “უკრაინელი შერიფები”; 8 მარტი: “ბედნიერი წლები”; “გამოკვეთილი ნიშნების გარეშე”, “ვარდები” – ფილმი-კაბარე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები