საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CONNECT2022-ში მონაწილეობს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 23-25 თებერვალს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი CONNECT2022 გაიმართება, სადაც რიგით მე-19 ფორუმში, 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანიისა და 280-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მათი თქმით, საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენენ, სადაც მათ ერთობლივი სტენდი ექნებათ სხვადასხვა საპრომოციო მასალებით და საქართველოს შესახებ გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალით.
CONNECT – მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო.