Air Baltic-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2 მაისიდან, Air Baltic-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას.

მათი თქმით, ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა-ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, Airbus 220 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

Air Baltic-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2006 წლიდან ოპერირებს, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რიგის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები