ანასტასია გუბანოვამ ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრში 11- ე ადგილი დაიკავა
ქართველმა მოციგურავემ ანასტასია გუბანოვამ პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მე-11 ადგილი დაიკავა. მან თავისუფალ პროგრამაში 135.58 ქულა დაიმსახურა, მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი 200.98 ქულა აიღო. ანასტასია გუბანოვა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს შეუდგა ასპარეზობას. მან მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 65.40 ქულა დაიმსახურა და 30 მონაწილეს შორის მე-10 საფეხური დაიკავა, რაც უდავოდ კარგი შედეგია.