ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 15 თებერვლის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 17 თებერვლიდან საქართველო გადადის “მუქ წითელ ზონაში”.

მათი თქმით, საქართველოდან მომავალ პირებს შეეძლებათ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა დოკუმენტების შემდეგი კომბინაციიდან ერთ-ერთის წარდგენის შემთხვევაში:

  • ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი + ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;
  • COVOD-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი + ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;

ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების (არც ერთი მათგანი) წარდგენის მოთხოვნის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები