ლონდონში მოღვაწე მხატვარი ქართული წარსულით- როგორ იქცა ანდრო სეიმიკოსთვის ინსპირაციად ქართული დამწერლობა და ქართველი პოეტები

ქართველი მხატვარი ანდრო სემეიკო დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თბილისის სამხატვრო აკადემიის შემდეგ, სასწავლებლად ნიდერლანდში გაემგზავრა, სადაც ბაკალავრის პროგრამა გაიარა, უტრეხტის ხელოვნების სასწავლებელში. მოგვიანებით დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯი –  Goldsmiths College, University of London და ხელოვნების მაგისტრის წოდება მიენიჭა. შემდეგ ხელოვნების სამეფო აკადემიაში –  The Royal Academy of Arts ისწავლა. იგი აქტიურად მართავს გამოფენებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

2021 წლის მიწურულს, საქართველოს საელჩოში მისი გამოფენა მოეწყო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით ქართველი მხატვრისა და დიასპორის წარმომადგენლის ნამუშევრები საელჩოს შენობაში  გამოიფინა და აქ რამდენიმე თვე დარჩება.

ანდროს ნამუშევრების ინსპირაციას საფუძვლად უდევს ქართული დამწერლობა და ქართველი პოეტების ვაჟა-ფშაველას, გალაქტიონ ტაბიძის და ტიციან ტაბიძის შემოქმედება.

სემეიკო აგებს მრავალშრიან მხატვრულ კომპოზიციებს, რომლებიც ემყარება მის მხატვრულ პრაქტიკას. ისინი შერწყმულია ემპირიულ კვლევასთან ისტორიისა და ლიტერატურის სფეროში. სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფთან კოლაბორაციით ანდროს უამრავი საინტერესო პროექტი აქვს შექმნილი. ნახეთ ვიდეო ინტერვიუ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები