2022 წელს რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება
მწერალთა სახლის ინფორმაციით, 2022 წელს მაჩაბლის 13 ნომერში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება.
„მწერალთა სახლში განთავსებულმა რეპრესირებული მწერალთა მუზეუმი თავის თავში გააერთიანებს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებასა და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს. ექსპოზიციამ დამთვალიერებელს წარმოდგენა უნდა შეუქმნას პერიოდზე, კონტექსტზე და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა „მწერლობის მოსათვინიერებლად““, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მხარდამჭერია ამერიკის საელჩო და პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“.