სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023

საფრანგეთის მთავრობა, კამპუს ფრანსი და განათლების საერთაშორისო ცენტრი მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად, ქართველ სტუდენტებს საფრანგეთში სტიპენდიებს სთავაზობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე სრული დაფინანსება მოიპოვონ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

“სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023” მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • განათლება;
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;
  • სამართალი;
  • მენეჯმენტი.
  • საჯარო მმართველობა

დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან სწავლობდეს დამამთავრებელ კურსზე, უნდა იყოს არა უმეტეს 30 წლისა და ფლობდეს ფრანგულ ან ინგლისურ ენას (მინიმუმ B2 დონე). ფრანგული ენის ცოდნა მიიჩნევა პრიორიტეტად.

განცხადებები მიიღება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები