ბარსელონაში სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

„კონცეპტArt“ – ის ინფორმაციით, მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიისა და ოქროს მედლის პრიზიორმა,  პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ევროპული ტურის ფარგლებში პირველი სოლო კონცერტი გამართა. საღამო  ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ისტორიულ რომეას თეატრში შედგა.

ქართველი პიანისტის საღამოზე დასასწრები  ბილეთები სრულად გაიყიდა და კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

სხვათა შორის, ამ დღეებში სანდრო გეგეჭკორი მსოფლიო საერთაშორისო საკონკურსო ფედერაციის – World Federation Of Music Competitions არტისტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები