Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით,  შტუტგარტი იქნება ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი 2022 წლის ზაფხულიდან დაამატებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წარმატებით დაასრულდა. 2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანი კვირაში ორი სიხშირით იფრენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები