ბრუკლინში ლეილა მჭედლიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
4 დეკემბერს ბრუკლინში, ქართული კულტურის ცენტრში ქართველი ემიგრანტის, ლეილა მჭედლიშვილის ფერწერული ნამუშევრებისა და გობელენების გამოფენა გაიხსნა, ლეილა მჭედლიშვილი თითქმის 25 წელია ამერიკაში ცხოვრობს, 2014 წელს მკითხველმა იხილა მისი წიგნი „უცხო ციხ ქვეშ“რომელიც ემიგრაციისა და სამშობლოს მონატრების თემატიკაზეა.
ლეილამ ხატვა საქართველოში, გობელენზე მუშაობა კი უკვე ამერიკაში დაიწყო, ეს ემიგრანტის პირველი გამოფენა არა არის ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე ჯგუფურ გამოფენებშიც.