ზურაბ ავაგუმაშვილი ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

რამდენიმე დღის წინ დასრულდა იან სიბელიუსის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, სადაც კონსერვატორიის, გოჩა დათუსანის კლასის სტუდენტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და შემდეგი პრიზები მიიღეს:

  •  I პრემია – ზურაბ ავაგუმაშვილი – II კურსი;
  •  II პრემია – ვალერი რობანიშვილი – III კურსი;
  •  IV პრემია – ზურაბ კობიაშვილი III  კურსი;
  •  IV პრემია – ტარიელ ბახბახაშვილი I კურსი;

ასევე სპეციალური პრიზი გადაეცა კონცერტმაისტერს, კონსერვატორიის დოქტორანტს ეკატერინე გოგოლიძეს.

„ქართული კვირა“ დაუკავშირდა კონკურსის გამარჯვებულს – ზურაბ ავაგუმაშვილს და გაესაუბრა მას.

„ცნობილი კომპოზიტორის იან სიბელიუსის კონკურსზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ფინეთში, ჟიურის წევრად მიწვეული იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სოლისტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის პედაგოგი გოჩა დათუსანი (ბანი), რომლის კლასშიც მე ვირიცხები. სწორედ მისგან შევიტყვე ამ კონკურსის შესახებ. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, თუმცა თავი კარგად გავართვით დასახულ მიზანს. ჩვენს კლასში 4 სტუდენტი ვართ და ოთხივემ საპრიზო ადგილები დავიკავეთ, მე ვიმღერე სიბელიუსის ერთი და მოცარტის ორი ნაწარმოები, კონცერტმეისტერი ეკა გოგოლიძე გახლდათ. კონკურსს მუსიკალურ სამყაროში საკმაოდ ცნობილი ადამიანები აფასებდნენ,

ეს ჩემი პირველი კონკურსი  და პირველი ადგილი იყო. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ ჩემი კლასით და საკუთარი თავით, ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი კონკურსი და მრავალი გამარჯვება იქნება წინ“ – განაცხადა ზურაბ ავაგუმაშვილმა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები