საქართველო ევროპის ჩემპიონია

რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4-3 დაამარცხეს ნიდერლანდების ნაკრები და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე უფროსებში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ფინალამდე, ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. ნახევარფინალში კი თურქეთის ნაკრებს 4-2 მოუგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები