საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის IFMGA-ს წევრი გახდა

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია “სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი (International Federation of Mountain Guides Associations – IFMGA) გახდა. 

IFMGA -ის სერთიფიკატი საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა პროფესიონალი მთის გიდებისთვის.

ქართველი გამყოლები მოხვდებიან მსოფლიო გიდების ერთიან ბაზაში და მათი საქმიანობა ლეგიტიმური იქნება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

IFMGA – 1965 წელს დაარსდა და 24 ქვეყნის ასოციაციას აერთიანებს. საქართველო  რიგით 25-ე  წევრი ქვეყანა იქნება.

IFMGA-მ ჩამოაყალიბა პროფესიული ქცევის კოდექსი, რომელიც უნდა დაიცვას მის მიერ აღიარებულმა სამთო გამყოლმა. კოდექსში ასახულია, როგორც მათი როლი, ასევე ჩამოყალიბებულია ვალდებულებები მეგზურების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები