ინფორმაცია შვეიცარიაში წამსვლელი მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოში შვეიცარიის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს შვეიცარიაში წასვლის მსურველ მოქალაქეთა საყურადღებოდ.

“თუ თქვენ ხართ ვაქცინირებული, უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა შვეიცარიაში ჩასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა. აღნიშნულ ფორმასთან ერთად უნდა წარადგინოთ კოვიდ-სერტიფიკატი.

თუ თქვენ აუცრელი ხართ და არც კოვიდ-გადატანილი, უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა, შვეიცარიაში შესვლისას წარმოადგინოთ ტესტის უარყოფითი პასუხი და შესვლიდან 4-7 დღეში კვლავ ჩაიტაროთ ტესტი; ტესტის გაკეთება არ მოეთხოვებათ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს. ელექტრონული ფორმა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.eda.admin.ch/…/visa-&-entry…/entry-ch.html“ – ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები