საქართველოთი შთაგონებული ხელნაკეთი სამკაულები და ლიეტუვაში ნაპოვნი საყვარელი საქმე

ქართველი ხელოვანის ნიკოლოზ გამხიტაშვილის ტიხრული მინანქრის ნამუშევრებს ვილნიუსში კარგად იცნობენ. ის 15 წელია ლიეტუვაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, უცხოეთში მალევე გაემგზავრა და იქ შეუდგა საქმიანობას.

სამკაულების მწარმოებელ კომპანიებში გამოცდილების დაგროვების შემდეგ, საკუთარი სახელოსნო მოაწყო, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ატარებს. საყვარელ საქმეში ლიეტუველი მეუღლეც ეხმარება, პროფესიით ფოტოგრაფი ნიკოლოზის მარჯვენა ხელია.

ნიკოლოზ გამხიტაშვილის ნამუშევრები შერეული ტექნოლოგიით მზადდება და რამდენიმე მიმართულების სინთეზია. მათგან ქართული ტიხრული მინანქარი სჭარბობს. როგორც თვითონ ამბობს, შთაგონების წყაროდ საქართველო არაერთხელ გამხდარა. მათ შორის, მისმა ერთ-ერთმა ბოლო ნამუშევარმა, რომელიც ხევსურეთის მთების გავლენით შექმნა, ხელოვნების ბიენალეზე დიდი მოწონება დაიმსახურა და სპეციალური ჯილდოც მოიპოვა.

ნახეთ ნიკოლოზის ისტორია ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები