აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ქეროლენ პეტერსონის ნამუშევრის პრეზენტაცია გაიმართა

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში  ამერიკელი ხელოვანის, ქეროლენ პეტერსონის ნამუშევრის პრეზენტაცია და სტუდიო ვიზიტი პროექტ “უექსპონატოს” ფარგლებში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის გაიმართა.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ერთთვიანი, საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ხელოვანი ქეროლენ პეტერსონი მუშაობს და  მუზეუმთან თანამშრომლობითს ქმნის ნამუშევარს, რომელიც წარმოადგენს გადაადგილებად ინსტალაციას, სადაც გამოყენებული იქნება აბრეშუმის მუზეუმის საარქივო მასალა. დაგეგმილია ინსტალაციის განთავსებას როგორც მუზეუმში, ასევე, საჯარო სივრცეშიც. სამომავლოდ ნამუშევართან კავშირში იგეგმება სპეციალური საგანმანთლებლო პროგრამის შემუშავება.

პროექტის კურატორი დათა ჭიღოლაშვილია, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ქეროლენ პეტერსონის რეზიდენცია  Art Prospect-ის ქსელის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები